ტურები

 
ამინდი
 
ვალუტის კურსი

კახეთი

კახეთი: თვალუწვდენელი ვენახების მხარე,საქართველოს ყველაზე ბარაქიანი კუთხე,მდებარეობს მის უკიდურეს აღმოსავლეთში. სწორედ ამ კუთხიდანაა ქართული ღვინის სახეობათა უმრავლესობა. აქ მზადდება ნამდვილი ჩურჩხელა და ცხვება „დედას პური“. ესაა ლეგენდარული მხატვრის ნიკო ფიროსმანის სამშობლოც. წინანდლის რაიონში მდებარეობს ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი სახლ–მუზეუმი,სადაც მნახველი უმალ აღამოჩნდება გასული საუკუნის ატმოსფეროში.

სიღნაღი: სიყვარულის ქალაქი,კახეთის ერთ–ერთი მშვენება,თბილისიდან 110 კმ–ში მდებარეობს,სადაც სახლებზე შენარჩუნებულია ძველქართული ორნამენტები და ჩუქურთმებიანი აივნები,მოკირწყლულ ქუჩებში ყველასათვის გახსნილია კოხტა კახური მარნები,სადაც ღვინის დაგემოვნებას თან ახლავს მრავალხმიანი სიმღერა.ქალაქში შესაძებელია მუზეუმებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავობების დათვალიერება.