ტურები

 
ამინდი
 
ვალუტის კურსი

თბილისი

 საქართველოს გული, მისი დედაქალაქი თბილისი, ქვეყნის აღმოსავლეთში
მდებარეობს. იგი მტკვრის ორივე სანაპიროზეა გაშენებული. 15 საუკუნეა, რაც
თბილისი თვითმყოფად, უნიკალურ, დასავლურისა და აღმოსავლურის ნაზავზე
დაყრდნობილ კულტურას ქმნის.
თბილისში ზომიერი ჰავაა. ქალაქი ბუნებრივ ქვაბულშია მოქცეული; მას ყველა
მხრიდან ქედი ან მთა ესაზღვრება. თბილისის სავიზიტო ბარათს ბუნებრივი
ცხელი წყლები წარმოადგენს. სწორედ ცხელ წყალთანაა დაკავშირებული მისი
სახელი და დაარსების ლეგენდაც.
ქალაქში ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვისაა სალოცავი. უახლოეს წარსულში
კი თბილისში აიგო მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ–ერთი უდიდესი
ტაძარი–სამება.
ბევრია ისტორიული ეკლესია, ეკზოტიკური ვიწრო ქუჩა – აღდგენილი ძველი
თბილისი, კოლორიტული არქიტექტურით. აღსანიშნავია ნარიყალას ციხე,
რომელსაც მოდერნისტულ სტილში გადაწყვეტილი რეკრეაციული ზონა ემიჯნება,
პარკით, საბავშვო მოედნებით და ახლა უკვე მთელს ამიერკავკასიაში
გამორჩეული მშვიდობის ხიდით.
თბილისში უამრავი გამოფენის, გალერეის, თეატრისა და მუზეუმის ნახვაა შესაძლებელი.
ტურისტების აწ უკვე უსაყვარლეს დასასვენებელ ადგილს კი შარდენის ქუჩა
წარმოადგენს. აქ უამრავი თანამედროვე კაფე და ტერასაა, სადაც არა მხოლოდ
ქართული, არამედ ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. აქვეა
სუვენირების ფართო არჩევანი.უფრო კი შარდენი თბილისური ბომონდის
თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია კოქტეილის მირთმევა,
ახალი ამბების გაგება და დახვეწილი გემოვნებით განთქმული ქართველი
გოგონების ნახვა.